დიმიტრი გვრიტიშვილი - სასამართლოს, კოლეგიის და პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატების გამწესება ხდება და ამ მიმართულებით კრიტიკა დაუსაბუთებელია

სასამართლოს, კოლეგიის და პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე აბსოლუტურად ღირსეული კანდიდატების გამწესება ხდება, ამიტომ ამ მიმართულებით კრიტიკა არის დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ

ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა.

ის გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშს, სადაც საუბარია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოს, კოლეგიის და პალატის თავმჯდომარეებს შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე და უმეტესწილად, უკონკურენტო გარემოში ნიშნავს.

დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მოსაზრება, რომ თავმჯდომარეები კლანური მმართველობით ინიშნებიან თანამდებობეზე, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ანგარიში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასული წლის საქმიანობას ეხება, საკმაოდ კრიტიკულია, თუმცა მისივე განმარტებით, თითოეულ შენიშვნასა და რეკომენდაციასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დასაბუთებული პოზიცია გააჩნია.

"საკანონმდებლო ხარვეზებზე ხდება აპელირება. ვაღიარებთ იმას, რომ

თავმჯდომარეთა დანიშვნის კრიტერიუმები კანონში არ არის. ჩვენ კანდიდატებთან გასაუბრების პრაქტიკა დავნერგეთ და ეს ანგარიშშიც ასახულია, როგორც დადებითი მოვლენა, თუმცა უარყოფითად გვეთვლება ის, რომ გასაუბრების პროცესში კანდიდატებს ძირითადად ვუსვამთ კითხვებს მათი მენეჯერული უნარის შესამოწმებლად და მათ ხედვებზე საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებით. კანდიდატები, რომლებიც წარმოდგენილები არიან თავმჯდომარის თანამდებობაზე, ისინი არიან მოქმედი მოსამართლეები. ჩვენ არაერთგზის დაგვიფიქსირებია, რომ რეფორმებისადმი საბჭო არის ღია. აქ არის რიგი რეკომენდაციები, რომელთა განხილვისათვის ჩვენ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მზად ვართ. ის, რომ თავმჯდომარეები რაღაც კლანური ინტერესებიდან გამომდინარე ინიშნებიან, ასე არ არის. თავმჯდომარის თანამდებობაზე აბსოლუტურად ღირსეული კანდიდატების გამწესება ხდება. იმ გასაუბრების მერე, როდესაც შემოწმდება მენეჯერული უნარ-თვისებები, შემდგომში ხდება გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, ამ მიმართულებით კრიტიკა არის დაუსაბუთებელი", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილი არასამთავრობოების ანგარიშის იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გაუმჭვირვალობაზეა საუბარი.

გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ სხვა კოლეგიურ ორგანოებთან შედარებით, თუ არ ჩავთვლით პარლამენტს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობა სრულად არის უზრუნველყოფილი. მან ამის მაგალითად მოიყვანა ის, რომ

"საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, საბჭოს სხდომის მიმდინარეობა ფაქტობრივად, პირდაპირ რეჟიმში იხილოს".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა