ზაზა ვაშაყმაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მთავარ მრჩეველს და საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მთავარ მრჩეველს, ასევე ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოში თამარ სირბილაძესა და გიორგი ხეჩინაშვილს შეხვდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის, საქართველოს რელიგიურ, დემოგრაფიულ და ეთნიკურ მახასიათებლების, სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული წარმატებული ნაბიჯების შესახებ, კერძოდ, კონფესიების დაფინანსებისა და რელიგიური უძრავი ქონების გადაცემის მექანიზმების თაობაზე, საუბარი ასევე შეეხო რელიგიის სააგენტოს მიერ შემუშავებულ პროექტებს, გამართულ კონფერენციებსა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო - სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ტრენინგებს.

მათივე ცნობით, სტუმრებმა სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს მიღებული ინფორმაციისათვის და მომავალი თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა