მიკროავტობუსების მძღოლები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას აგრძელებენ

სამარშუტო მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას აჭარის მთავრობის სახლთან აგრძელებენ. მძღოლების ინფორმაციით, ბათუმის მერიაში შეხვედრით უკმაყოფილო არიან, რადგან შეხვედრამ კონკრეტული შედეგი არ გამოიღო. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

მძღოლების განცხადებით, ისინი მერიის მიერ მიკროავტობუსების შემცირებას და ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. მძღოლებმა თავდაპირველად საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან გამართეს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად აზერბაიჯანში მივლინებაში იმყოფება.

"თავმჯდომარე და მერი ვიზიტით ნახიჩევანში იმყოფებიან, მთავრობის წარმომადგენელი შეხვდა მძღოლებს. რეგულაციების აუცილებლობის შესახებ ვიცე- მერმაც გამართა შეხვედრა მათთან. სამწუხაროდ, ისინი არ არიან თანახმა იყოს აპარატით გადახდის სისტემა, კონდენციონერები, ანუ ყველაფერი ის, რაც სტანდარტით უნდა არსებობდეს ნორმალურ ქალაქში, მითუმეტეს, ტურისტულ ქალაქში",- აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

იხილეთ ვიდეო: ხმაური ბათუმში: მიკროავტობუსების მძღოლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა