სერგი კაპანაძე - მოწმე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობისას მანქანაში იჯდა და ხედავდა ყველაფერს, რაც მის წინ ხდებოდა, დეტალებზე არ საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მოწმე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობისას მანქანაში იჯდა და ხედავდა ყველაფერს, რაც მის წინ ხდებოდა, დეტალებზე არ საუბრობს.

კაპანაძის თქმით, აღნიშნულ თვითმხილველს სავარაუდოდ ჩვენების მიცემა კიდევ მოუწევს.

“დავკითხეთ მოწმე, რომელიც იჯდა მანქანაში და ხედავდა ყველაფერს, რაც მის წინ ხდებოდა. სავარაუდოდ, მას გაფართოებული კომისიის წინაშე ჩვენების მოცემა კიდევ მოუწევს. თვითმხილველი დეტალებზე არ საუბრობს, საამისოდ ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ახლა რაიმეს თქმისგან თავს შევიკავებ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი დასკვნები გვექნება. შეუძლებელია ადამიანს, რომლის წინ ასეთი დანაშაული ხდება, რამე არ დაენახა. თვითმხილველიც აღნიშნავს, რომ ამ ჩხუბში 20-25 ადამიანი მონაწილეობდა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო