მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი - თბილისის მერია მზადაა, საპარკინგო სადგომების მოსაწყობად კომპანიას მიწები 1 ლარად გადასცეს

თბილისის მერია მზადაა, საპარკინგო სადგომების შესაქმნელად ბიზნესკომპანიას მიწები 1 ლარად გადასცეს, - ამის შესახებ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ავტოსაპარკინგო ტერიტორიები 183 ადგილას უნდა მოეწყოს, ამისთვის კი რამდენიმე ტერიტორია შეირჩა. კერძოდ, შესაბამის ტერიტორიებს შორისაა: ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია; მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ ტერიტორია; ვაკე - გეგეშიძის პარკი და სადგურის მოედანი.

ტენდერის დასრულების ვადა 15 ივლისია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა