ირაკლი ნოზაძის ძმა - ჩემი ინფორმაციით, არანაირ ნარკოტიკზე საუბარი არ არის

ჩემი ინფორმაციით, არანაირ ნარკოტიკზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან მომღერალ ირაკლი ნოზაძის ძმამ, დავით ნოზაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ირაკლი ნოზაძის დაჭრა, სავარაუდო დამნაშავე თამთა ჯანჯღავასთან ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საკითხზე კონფლიქტს უკავშირდება.

რაც შეეხება მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დავით ნოზაძის თქმით, მისი ძმის მდგომარეობა მძიმეა, საუბარი უჭირს და თავს სუსტად გრძნობს, რის გამოც პერიოდულად სისხლის გადასხმა სჭირდება.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. საქმესთან დაკავშირებით შსს-მ ორი გოგო დააკავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა