ნიკი ჰეილი - ირანზე ზეწოლის განხორციელების გაგრძელებას ვაპირებთ

აშშ განაგრძობს ირანზე ზეწოლის განხორციელებას და იმედოვნებს, რომ სხვა ქვეყნები აშშ-ს მხარს დაუჭერენ ამ მიმართულებით, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ნიკი ჰეილიმ ირანის რეჟიმი ჩრდილოეთ კორეას შეადარა.

„ჩვენ ირანზე ზეწოლის განხორციელების გაგრძელებას ვაპირებთ. იმედი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან, ვინაიდან ჩვენს თვალში ირანი კიდევ ერთი ჩრდილოეთ კორეაა“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ ნიუ-დელიში Observer Research Foundation-ის კვლევით ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.

8 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლა და ირანისთვის დაწესებული სანქციების ამოქმედება გამოაცხადა. სანქციები ასევე გავრცელდება იმ ქვეყნებზე, რომლებიც ირანთან სანქციებით აკრძალული საქმიანობის წარმართვას განაგრძობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო