ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გოგონებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

პოლიციის მთავარ სამმართველოში მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.

თამთა ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას, ნათია თოფურიას კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

პოლიციის სამმართველოში შესვლამდე დაკავებულების ადვოკატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობილია, რომ ჯანჯღავა ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, თამთა ჯანჯღავა კონფლიქტის დროს თავს იცავდა.

მომღერალი ირაკლი ნოზაძე 3 დღის წინ დაჭრეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო