ანა ნაცვლიშვილი - მიმდინარე პროცესი აჩვენებს, რამდენი ხარვეზია არა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის, არამედ ზოგადად საქმეების გამოძიების მიმართულებით

მიმდინარე პროცესი აჩვენებს რამდენი ხარვეზია არა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის გამოძიების, არამედ ზოგადად საქმეების გამოძიების მიმართულებით, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, კომისიას მთავარი სამუშაო წინ ელის და მისი დასკვნა უმნიშვნელოვანესია.

"ჯერჯერობით, მთლიანად კომისიის საქმიანობის შეფასება, ვფიქრობ, ნაადრევი იქნება, თუმცა თავად მიმდინარე პროცესი აჩვენებს რამდენი ხარვეზი და პრობლემაა არა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის გამოძიების, არამედ ზოგადად საქმეების გამოძიების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საჭირბოროტო საკითხები საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოვიდეს. რა თქმა უნდა, კომისიას მთავარი სამუშაო წინ ელოდება და უმნიშვნელოვანესია რა ტიპის დასკვნას დადებს ის", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს