სერგო მეთოფიშვილი არასამთავრობოების ანგარიშზე - მტკნარი სიცრუეა, რომ სასამართლო სისტემა კლანურად იმართება

ბევრი ინფორმაცია ყალბია, ტყუილია, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისული ვითარებაა, - ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა მესამე სექტორის ანგარიში, რომელიც მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის საქმიანობის შესახებ გამოაქვეყნეს.

სერგო მეთოფიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემაში ხარვეზები არ არსებობს და მესამე სექტორის კრიტიკა, უსაფუძვლოა.

"ინფორმაცია არასწორად არის მიწოდებული საზოგადოებისთვის. ბევრი ინფორმაცია, ჩემი აზრით, ყალბია, ტყუილია, რომ სასამართლო სისტემაში თითქოს კრიზისული ვითარებაა. ეს ტყუილია თუნდაც იმოტომ, რომ 2017 წლის საქართველოს სასამართლოს სისტემის საქმიანობა The heritage foundation-მა შეაფასა, რომლის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა პირველ ადგილზე დასახელდა აღმოსავლეთ ევროპაში. ამ ანგარიშში არის არასწორი ინფორმაცია. საბჭო გაუმჭვირვალედ როგორ მოქმედებს, როცა ჟურნალისტები კვირაში ორჯერ იმყოფებით ჩვენთან ერთად საბჭოს სხდომაზე. ეს მონიტორინგიც იმის მაგალითი და დასტურია, რომ იუსტიციის საბჭოს საქმიანობა არის გამჭვირვალე. მტკნარი სიცრუეა, ასევე ის, რომ სასამართლო სისტემა კლანურად იმართება“, - განაცხადა მეთოფიშვილმა.

გარდა ამისა, სერგო მეთოფიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებითაც.

"ასევე მინდოდა მეთქვა ის, რომ ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენ ანგარიშის ავტორებმა მოგვმართეს და გვთხოვეს, რომ მოსამართლის ჩართულობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო. მოვიდნენ მოსამართლეები, მაგრამ ორგანიზება იყო ძალიან ცუდი. ყველა ვერ მივიდა მიკროფონთან", - განაცხადა მეთოფიშვილმა.

სასტუმრო " თბილისი მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაციებმა: " საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და " საია" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-6 ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს. ანგარიშის წარდგენას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მდივანი და საბჭოს წევრებიც დაესწრნენ.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასული წლის ანგარიშის მონიტორინგით გამოვლინდა უარყოფითი ტენდენცია საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის გაუარესების მიმართულებით“, - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა ოლიკო შერმადინმა.

როგორც ოლიკო შერმადინი აღნიშნავს, მონიტორინგით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული კლანური მმართველობა და განსხვავებული აზრის მიუღებლობაც გამოვლინდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა