ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია სამი დღით შეწყვიტეს

ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია სამი დღით შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

მძღოლების განცხადებით, ისინი ბათუმის მერის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მივლინებიდან დაბრუნებას დაელოდებიან.

სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. მათი თქმით, რეგულაციები სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს. მძღოლებმა დღეს აქცია ჯერ მერიის შენობასთან, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა