კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ხვალ ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ღონისძიებაზე კინოსტუდიის 4 პავილიონში სტუდიის საცავებში დაცული კინოკოსტიუმები, ისტორიული კინოგადამღები ტექნიკა, იარაღ-საჭურველი, რეკვიზიტები, უნიკალური კინოაფიშები და კინოესკიზები გამოიფინება. პარალელურად სტუდიის ფოიეში ვიდეო და ფოტო ფონდის უნიკალური მასალების ჩვენება და ქართული კინომუსიკის კონცერტი მოეწყობა.

ღონისძიებას ქართული კინემატოგრაფიის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წევრები დაესწრებიან. ღონისძიების მხარდამჭერი „თიბისი ბანკია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა