ანა ნაცვლიშვილი - არასამთავრობოების ანგარიში აჩვენებს, პრობლემები დიდწილად კვლავ რჩება და იგივე პრობლემები გრძელდება სასამართლო სისტემაში

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში აჩვენებს, პრობლემები დიდწილად კვლავ რჩება და იგივე პრობლემები გრძელდება სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობოების ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ საანგარიშო პერიოდი ეხება პერიოდს, როდესაც გარკვეულწილად შეიცვალა კანონმდებლობა და განახლდა საბჭოს შემადგენლობა.

"როგორც ანგარიში აჩვენებს, პრობლემები დიდწილად კვლავ რჩება და იგივე პრობლემები გრძელდება სასამართლო სისტემაში. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ სისტემა არის პრობლემური და ცალკეული საკანონმდებლო ცვლილებები და საბჭოს განახლება ვერ ახდენს ზეგავლენას იმ სისტემაზე, რომლითაც იმართება მართლმსაჯულების სისტემა. იუსტიციის საბჭო არის არა ფორმატი, რომელიც ზრუნავს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე, პროგრესზე და წინსვლაზე, არამედ ის ქცეულია ინსტრუმენტად გარკვეული ჯგუფების ხელში, რომ შენარჩუნდეს და გამყარდეს მძიმე ვითარება მართლმსაჯულების მიმართულებით. დღეს შეხვედრაზე ორმხრივი სურვილი გამოითქვა გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად კონსტრუქციული დიალოგის, თუმცა არანაირ დიალოგს არ ექნება მნიშვნელობა, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ფუნდამენტურ საკითხზე - რა არის პრობლემა, რომელიც დღეს დგას მართლმსაჯულების წინაშე. სრულიად სხვაგვარად ხედავს ამ მძიმე ვითარებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სრულიად სხვაგვარად ხედავს არასამთავრობო სექტორი და ამ ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი. ამ პირობებში დიალოგი იქნება ფუჭი თუ ვერ შევთანხმდით რა არის ის დაავადება, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეექვსე, 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამოყოფდა ორ ძირითად პრობლემას - გამჭვირვალობას და განსხვავებული აზრის დევნას. მისი თქმით, გასხვავებული აზრის დევნა ეხება განსაკუთრებით არამოსამართლე წევრებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს