ზაზა გაბუნია - უკვე მეორედ პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-დან ჩამოაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის კიდევ უფრო გაძლიერებული მხარდაჭერა

უკვე მეორედ პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-დან ჩამოაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის კიდევ უფრო გაძლიერებული მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურება.

„მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-დან ჩამოაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის კიდევ უფრო გაძლიერებული მხარდაჭერა. ამ ვიზიტის ფარგლებში, შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან ყოველდღიურად გვესმის საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და რაც მთავარია ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ქმედებები, რაც გამოიხატება, მათ შორის, ორპარტიული რეზოლუციის პროექტში,“ – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი ამოცანისა და ეროვნული ინტერესისადმი შტატების ერთგულება მკაფიოდ ჩანს რეზოლუციის ტექსტში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და გმობს „რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ძალადობრივ და უკანონო დაპყრობას.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა