გენადი არველაძე – საქართველო შეიძლება გახდეს შუალედური რგოლი ევროპასა და აზიას შორის საქონლის გადამუშავებისა და წარმოების თვალსაზრისით

უაღრესად მნიშვნელოვანია ერთობლივი მოქმედება „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ქვეყნებს შორის შეუფერხებელი ვაჭრობის ხელშეწყობა, ვაჭრობისა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავება და საქმიანი გარემოს შექმნა, - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ჩინეთში, ჰონგ-კონგში მიმდინარე სამიტზე „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ გააკეთა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის.

სამინისტროს განცხადებით, გენადი არველაძემ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა, მათ შორის „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ (აბრეშუმის გზა) განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ ვაჭრობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

„შესაბამისად, ვაჭრობის ლიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება თავისუფალი ვაჭრობის რეგიონალურ და ორმხრივ ხელშეკრულებებს, ვიანიდან ასეთი ხელშეკრულებები მყარ საფუძველს ქმნიან სავაჭრო ბარიერების მოხსნისა და შიდა რეგიონული ვაჭრობის გაძლიერებისათვის. ამ კუთხით სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას საქართველოსა და ჰონგ-კონგ, ჩინეთს შორის და ვიმედოვნებთ, რომ იგი ძალაში უკვე ამ წლის ბოლოდან შევა“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო-ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არამხოლოდ ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს გააღრმავებს, არამედ მთელ რეგიონს მოუტანს სარგებელს, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ იმ ხელშეკრულებების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს სხვა ქვეყნებთან აქვს უკვე გაფორმებული. გენადი არველაძის განცხადებით, ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან.

„არის რა აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული წევრი, საქართველო თავისუფალი ვაჭრობის პრივილეგიებით სარგებლობს ევროკავშირთან, EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან და ახლა უკვე ჰონგ-კონგთან. ბიზნეს-მეგობრული პოლიტიკა, ძლიერი რეგიონალური და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები და გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა - ფაქტორებია, რის გამოც საქართველო რეგიონში ინვესტირებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველო შეიძლება გახდეს შუალედური რგოლი ევროპასა და აზიას შორის საქონლის გადამუშავებისა და წარმოების თვალსაზრისით“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს