გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის მარეგულირებელთა მაღალი დონის შეხვედრაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი - ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს პრეზიდენტი გიორგი ფანგანი ენერგეტიკის მარეგულირებელთა მაღალი დონის შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოსა (ECRB) და ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკის მარეგულირებელების პირველი სამმხრივი სამუშაო შეხვედრა ავსტრიაში, ვენაში გაიმართა.

მათივე ცნობით, გიორგი ფანგანმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და მიმოიხილა ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მიერ ამ მიზნით განხორციელებული სამუშაოები.

“ვენაში გამართული სამმხრივი სამუშაო შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა მომხმარებელთა აქტივობის გაზრდა საცალო ბაზრის გახსნისას. შეხვედრას ესწრებოდნენ ესპანეთის, მალტის, თურქეთის, შვედეთის, საბერძნეთის, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის, პორტუგალიის, ავსტრიის, ალჟირის, სერბეთის, მონტენეგროს, ეგვიპტის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, უკრაინისა და მონტენეგროს წარმომადგენლები“, - ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს