ფოთის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა

ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერმა წევრებმა დეპუტატებისთვის საწვავისთვის გამოყოფილი თანხა გააპროტესტესტეს. როგორც სხდომაზე ითქვა, წლის დასაწყისში ტრანსპორტის ხარჯი 37 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 7 თვეზე იყო გათვლილი. ბიუჯეტში შეიტანეს ცვლილებები და მე-8 თვისთვის საწვავისთვის 5 ათასი ლარი გამოიყო.

საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე თვეში 600 ლიტრ საწვავს, საკრებულოს წევრები კი, თვეში 70 ლიტრს მოიხმარენ.

„ეს მარტივი საკითხია, უბრალოდ, გაიზარდა საკრებულოს წევრების რაოდენობა, ბიუჯეტში არ იყო ეს გათვალისწინებული და შესაბამისად, მოხდა ცვლილება. კონკრეტული ლიმიტი არ გაზრდილა“, - ასეთი განმარტება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ.

საკრებულოს ოპოზიციის წევრების განცხადებით, მაშინ როცა ქალაქში ბევრი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემაა, ხელისუფლება საკუთარ კომფორტზე არ უნდა ზრუნავდეს.

„იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს შეუმსუბუქონ მდგომარეობა, თავიანთ ფუფუნებაზე ფიქრობენ. არაფერს აკეთებენ და რაში ხარჯავენ ამ საწვავს ძალიან მაინტერესებს? ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა, ქუჩაში ვერ გაივლი, კანალიზაციის მოწესრიგების პროექტი არ არის დაწყებული და პასუხიც არა აქვთ თუ როდის დაიწყება. იმის ნაცვლად, რომ მშიერ-მწყურვალ ადამიანებს შეუმსუბუქონ ყოფა, თავიანთ ფუფუნებაზე ფიქრობენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალურ მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო