რატი იონათამიშვილი - ორი დღის მანძილზე ჩვენ აშშ-ის მხრიდან საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერის გაცხადების მომსწრე ვართ

“ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება. “უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ჩვენ აშშ-ის მხრიდან საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერის გაცხადების მომსწრე ვართ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით გამართული მაღალი დონის შეხვედრები, სადაც ამერიკული მხარის მიერ არაერთგზის გაჟღერდა საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გზავნილები, როგორც სახელმწიფოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ისე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს სენატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უდასტურებს მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას აღნიშნულ საკითხებში და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და სანდო მოკავშირედ ასახელებს.

ამავდროულად, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული მოლოდინი ნატოს სამიტზე საქართველოს მხარდამჭერი გზავნილების მიღების შესახებ. ვფიქრობ, პარლამენტის თავმჯდომარეს ოპტიმისტური მოლოდინის მიზეზი ნამდვილად აქვს საქართველოს მიერ უკანასკნელ წლებში მიღწეული პროგრესის და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკის გამო. შესაბამისად, მისი მხრიდან ამ მოლოდინის დეკლარირება ზუსტი და დროული იყო ნატოს მოახლოებულ სამიტის წინ“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დეპუტატის კომენტარს პარლამენტის პრესსამსასხური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო