პარლამენტის აპარატს, ნოტარიუსთა პალატას და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის აპარატს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ და სდსს-ს სასწავლო ცენტრის უფროსმა ირაკლი ფოჩხუამ. მემორანდუმის მიზანია საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, რესურსების გაზიარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების ხელშეწყობის გზით ურთიერთთანამშრომლობა.

„სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაცია, კოორდინაცია და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა ერთმანეთის შესახებ უფრო მეტი იცოდნენ, რათა კიდევ უფრო მეტად გავითავისოთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. თანამშრომლობის მემორანდუმი, ურთიერთობებს კიდევ უფრო დააახლოებს და შესაძლებლობას მოგვცემს ერთობლივი განხილვები, სასწავლო პროგრამები და პროექტები განვახორციელოთ“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა ორ თვეში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 11 სასწავლო დაწესებულებასთან გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.

„ივნისმა გვაჩვენა, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ პირველი შედეგები უკვე გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ჩვენს შემთხვევაშიც ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო იქნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ, მარიკა გოგოლაძემ ნოტარიუსთა პალატის როლზე, ფუნქციებზე, განვითარების ეტაპებზე და საქართველოში ნოტარიატის მოწყობის მთავარ პრინციპებზე ისაუბრა.

პარლამენტის აპარატის უფროსმა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს მარიკა გოგოლაძეს და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელს ინგა ქომეთიანს თანამშრომლობის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა