ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ტექნიკური მხარდამჭერია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ტექნიკური მხარდამჭერი და საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების ოფიციალური პარტნიორი იქნება. დღეს, უნივერსიტეტსა და ფედერაციის მიერ გამართულ ღონისძიებაზე პარტნიორობის დეტალები გახდა ცნობილი. BTU ფედერაციას HP Workstation Z4 მაღალი წარმადობის კომპიუტერებს გადასცემს ოლიმპიადის შეუფერხებელი მსვლელობისთვის. საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების მომზდებისთვის კი BTU-ში სპეციალური ლაბორატორიაა შექმნილი, სადაც მაღალი წარმადობის კომპიუტერებით ნაკრების წევრთა მომზადება მიმდინარეობს.

ოლიმპიადა ბათუმში, 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მონაწილეობას 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე მიიღებს.

"ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მხარდაჭერა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ჩვენი რესურსით მხარს ვუჭერთ ეროვნულ ნაკრებს, რომ მათი მიღწევები კიდევ უფრო გააუმჯობესონ", - აცხადებენ BTU-ში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო