კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში სოფლის მეურნეობის გაშუქების პრაქტიკული სემინარი ჩატარდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში, სოფლის მეურნეობის გაშუქების პრაქტიკული სემინარი ჩატარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კსუ-დან აცნობეს.

სემინარი, რომელსაც უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და მოქმედი ჟურნალისტები ესწრებოდნენ, კსუ-სა და ჟურნლისტიკის რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

სემინარი ორ სესიად წარიმართა. პირველ ნაწილში, მოდერატორმა - კსუ-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ სოფლის მეურნეობის გაშუქების მოდული, ხოლო მეორე სესიაში, მოდერატორმა - JRC-ის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა აგროგილდიის მნიშვნელობა და სასწავლებელთა როლი მიმოიხილეს.

პრაქტიკულ სემინარზე, ყურადღება გამახვილდა დარგობრივი ჟურნალისტიკის, კონკრეტულად კი - აგროჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე.

„ნათია კუპრაშვილმა, სტატისტიკურ მონაცემებსა და მედიაკვლევების ანგარიშებზე დაყრდნობით, ქართულ მედიაში, სოფლის მეურნეობის საკითხების არასაკმარის გაშუქებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად მიიჩნევა, აგროჟურნალისტიკის კურსი სასწავლო პროგრამების ერთ-ერთი სავალდებულო შემადგენელი სასწავლო დისციპლინაა.

მან დამსწრე საზოგადოებას, პროექტის ფარგლებში, შემუშავებული სასწავლო კურსის შინაარსობრივი მხარე, ფორმატი, სწავლების მეთოდი და შეფასების კრიტერიუმებიც გააცნო და მათი რჩევები და რეკომენდაციები მოისმინა.

პრაქტიკული სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა, „სამეზობლო აგროგილდიის“ დეკლარაციის სიმბოლური ხელმოწერის ცერემონიაც ჩაატარეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნოების საკითხების გაშუქების სასწავლო მოდულზე მუშაობა ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC), „MARCY CORPS“-ის, „ალიანსები მცირე კავკასიაში“, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს“ მიერ, მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დაიწყო.

კურსის შემუშავებასა და დანერგვა-განვითარებაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (კსუ) ერთად, რომელიც აღნიშნული პროექტის ფლაგმანია, ქუთაისში, გორში, თელავში, ახალციხესა და ბათუმში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლები იყვნენ ჩართულნი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო