თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ ბენდი“ „ქართულ ხმებთან“ ერთად საქართველოს მასშტაბით ტურნეს იწყებს

თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ ბენდი“ ანსამბლ „ქართულ ხმებთან“ ერთად საქართველოს მასშტაბით ტურნეს იწყებს. ერთობლივი ტურნეს დაწყებამდე, „ბიგ ბენდისა“ და „ქართული ხმების“ კონცერტის რეპეტიციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ ხელმძღვანელს, გაიოზ კანდელაკს კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

კალაძის განცხადებით, მაყურებელს თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა აბანოთუბანში, 29 ივნისს ექნება.

„წარმატებებს ვუსურვებ ამ უნიჭიერეს ადამიანებს. დღეს, ორკესტრის ხელმძღვანელს, ბატონ გაიოზს კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელი გადავეცით. ისინი გაცილებით მეტს იმსახურებენ იმ ყველაფრისთვის, რასაც ხელოვნებისთვის აკეთებენ. მათ თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და ხელშეწყობა ექნებათ. ხვალ, აბანოთუბანში, 19:00 საათზე, ამ ძვირფასი ადამიანების კონცერტი გაიმართება და ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ და ისიამოვნოთ „ბიგ ბენდის“ შემოქმედებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მერიაში აცხადებენ, „ბიგ ბენდისა“ და ანსამბლ „ქართული ხმების“ ერთობლივი ტურნე პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში 30 ივნისს, ახალციხეში დაიწყება და საქართველოს სხვა ქალაქებში გაგრძელდება.

კონცერტი ქართული ფოლკლორის, ქალაქური სიმღერების, ქართული საესტრადო და მსოფლიო ჰიტების საუკეთესო ნიმუშებს აერთიანებს. პროექტი მოიცავს კონცერტებისა და ღონისძიებების სერიას, რომლის ძირითადი ამოცანა რეგიონების გამოცოცხლება და საქართველოს ცნობადობის გაზრდაა.

ცნობისთვის, ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს