ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა 16 ივლისს, ჰელსინკში გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვედრას 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

კრემლში ასევე აღნიშნეს, რომ შეხვედრისას მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

ეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მესამე შეხვედრა იქნება. პირველი შეხვედრა 2017 წლის ნოემბერში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური საბჭოს სამიტზე ვიეტნამში, ხოლო მეორე შეხვედრა „დიდი ოცეულის“ სამიტზე შედგა.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აღნიშნა, თუ რა თემებზე ისაუბრებენ ორი ქვეყნის ლიდერები.

„საკითხების ფართო წრეა, რომელზეც დონალდ ტრამპი ისაუბრებს და რომლებიც გადაჭრას საჭიროებენ. ამ საკითხებს შორის არის აშშ-ს და რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე უკრაინაში და სირიაში შექმნილი ვითარება“, - აღნიშნა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

მაიკლ პენსმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემასაც განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა