ანრი ოხანაშვილი - ნატოს ბრიუსელის სამიტამდე დაგეგმილ ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე ირაკლი კობახიძე აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს

„ნატოს ბრიუსელის სამიტამდე დაგეგმილ ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე ირაკლი კობახიძე აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, დასახელებულ სამიტამდე ამერიკელ კონგრესმენებთან ირაკლი კობახიძის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

„საქართველოსადმი ერთგულების, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გზავნილები კიდევ ერთხელ მივიღეთ აშშ-სგან. ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ აშშ-ის მხრიდან ერთმნიშვნელოვნად მყარი გზავნილები მიიღო, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს.

აღნიშნულის აშკარა დადასტურებაა აშშ-ის კონგრესში წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (“Georgia Support Act“), რომელიც უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტს წარმოადგენს და ქართულ-ამერიკული მჭიდრო ურთიერთობების ახალ ფაზას უყრის საფუძველს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს