ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირება გრძელდება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის გაზიფიცირება დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის რეგიონულმა დირექტორმა დავით ჯაიანმა, ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს. მათ ამირან საცერაძის ოჯახში სიმბოლურად გაზი აანთეს.

„გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა აქვს სოფელ დილიკაურში მცხოვრებ 732 ოჯახს, აქედან 600–მდე ოჯახი უკვე გაზიფიცირებულია.

მუნიციპალიტეტის განცხადებით, ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ფუთშიც, რომლის დასრულების შემდეგაც ბუნებრივი აირით 600– მდე ოჯახი ისარგებლებს. აღნიშნული სამუშაოების დასრულება აგვისტოში იგეგმება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებულია ქალაქი ზესტაფონი და 30 სოფელი. ჯამში ბუნებრივი აირი 18874 ოჯახს მიეწოდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა