არჩილ თალაკვაძე - ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება მოახდინა, რაც ძლიერი პოლიტიკური სიგნალია

ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება მოახდინა, რაც ძლიერი პოლიტიკური სიგნალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის წარდგენას მიესალმება. თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ აქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის.

„საქართველოს სუვერენიტეტის, რეფორმებისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს მოახდინა, რაც არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა ტედ პომ (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) წარადგინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო