მამუკა მდინარაძე - ხორავას ქუჩის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებულებების ცალმხრივი გამოკვლევა ხდება

ძალიან სამწუხაროა, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან ხდება მტკიცებულებების ცალმხრივი გამოკვლევა, ერთი მოწმის აბსტრაქტული და დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე დასკვნების გამოტანა და მტკიცებით ფორმაში საუბარი არ არის პასუხისმგებლიანი საქციელი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში, „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებების პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები მტკიცებულებების ყოველმხრივ გამოკვლევასა და სიმართლის გარკვევას ცდილობენ.

როგორ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო კომისიის შექმნისას საზოგადოებაში არსებული მთავარი კითხვები შეეხებოდა ფარდულს, გაღუნულ დანას და მირზა სუბელიანს. მისი თქმით, სუბელიანი დაკავებულია, მეორე დღეს გაირკვა, რომ დანა გაღუნული არ არის. ფარდულთან დაკავშირებით მდინარაძემ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში სანტიმეტრების სიზუსტით შეიძლება მისი აღდგენა და ნებისმიერი ექსპერიმენტის თუ სხვა მოქმედების ჩატარება.

„ამ ფონზე, ერთი მოწმის აბსტრაქტული და დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე დასკვნების გამოტანა და მტკიცებით ფორმაში საუბარი არ არის პასუხისმგებლიანი საქციელი. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ასე თუ გააგრძელებენ ყველა მოწმის გამოკითხვის შემდეგ დასკვნების და კომენტარების კეთებას, სერიოზულად დააზარალებენ კომისიის იმიჯს და დამწყები გამომძიებლებივით დაემართებათ, ბრალის ფორმულირებას რომ ცვლიან ყოველი მოწმის დაკითხვის შემდეგ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო