„პალიტრანიუსის“ თოქ შოუ „360 გრადუსში“ დღეს, „კვირის პალიტრის“ მიერ მოპოვებული აჰმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი გამოქვეყნდება

„კვირის პალიტრამ“ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი მოიპოვა, რომელიც ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს, აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა.

გამოცემის ინფორმაციით, ჩანაწერი სავარუდოდ 2017 წლის ზამთარშია გაკეთებული და მასში საუბარია თურქეთში დასაგეგმ ტერაქტებზე. სხვა საკითხებთან ერთად ჩანაწერში ჩატაევი საქართველოს შესახებაც ჰყვება: „მე ძმაო საქართველოშიც გავაკეთებ იგივეს, აქვეა, ახლოს“, - ამბობს ჩანაწერში ჩატაევი.

ჩატაევის ლიკვიდაცია ქართველი სამართალდამცველების მიერ, თბილისში გასული წლის ნოემბერში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მოხდა. ჩანაწერის სრული ვერსია და ჩატაევის საქმის დეტალები, დღეს 21:00 საათზე „პალიტრანიუსის“ თოქ შოუ „360 გრადუსში“ გამოქვეყნდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა