ადვოკატი - ვალერი გელაშვილი გამამტყუნებელი განაჩენით კმაყოფილია, თუმცა უკმაყოფილოა სასჯელის ზომით

ვალერი გელაშვილი გამამტყუნებელი განაჩენით კმაყოფილია, თუმცა უკმაყოფილოა სასჯელის ზომით, - ამის შესახებ ვალერი გელაშვილის ადვოკატმა თამაზ რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გელაშვილი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა მისი პოზიცია იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდებინათ.

ადვოკატი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვალერი გელაშვილზე თავდასხმა განხორციელდა უშუალოდ მიხელ სააკაშვილის ბრძანებით, რაც თავის მხრივ ერთ–ერთ საგაზეთო გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდებოდა, რომელზეც ყოფილი დეპუტატი ყოფილ პრეზიდენტზე კრიტიკულ მოსაზრებებს წერდა.

„მე ვესაუბრე ბატონ ვალერის, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება. ის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით კმაყოფილია, თუმცა უკმაყოფილოა იმით, რომ სააკაშვილს შეეფარდა ექვსწლიანი პატიმრობა და არა 12-წლიანი. მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მაშინდელ მაღალჩინოსნებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა გელაშვილზე თავდასხმა და ამას ადასტურებს სხვა ყოფილი მაღალაჩინოსნების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები, ვგულისხმობ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელზე მაღალი თანამდებობა იმ პერიოდში მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ვალერი გელაშვილი არ იმყოფერბა საქართველოში, მე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, თუმცა, ეს არის ზოგადი პოზიცია, რომელიც ვალერი გელაშვილს აქვს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით კი, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ის მოთხოვნა, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა, რაც განპირობებული იყო პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. სახელმწიფო ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით კმაყოფილია.

„სააკაშვილის მიმართ გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, რასაც მოველოდით. წარმოვადგინეთ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელმაც დაადასტურა მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა. ამავდროულად სასამართლოზე დაიკითხნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე სპეცრაზმის ხელმძღვანელი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ თავდასხმა დაგეგმილი იყო მიხელ სააკაშვილის მიერ და მასში მონაწილეობდნენ სხვა მაღალჩინოსნებიც“, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა სახაზინო ადვოკატმა, რომელიც მიხელ სააკაშვილის ინტერესებს იცავდა. სახაზინო ადვოკატს არც ის დაუდასტურებია, გაასაჩივრებს თუ არა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა