მართლმადიდებელი ქვეყნების პარლამენტების გენერალური ასამბლეა მომავალ წელს თბილისში გაიმართება

მართლმადიდებელი ქვეყნების პარლამენტების გენერალური ასამბლეა მომავალ წელს თბილისში გაიმართება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, საქართველომ 25 მართლმადიდებელ ქვეყანას შორის კონკურენცია მოიგო.

“მიუხედავად ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის ბლოკირებისა, საქართველოს დელეგაციამ უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანებაა მთელ ქრისტიანულ სამყაროში, რომლის მიზანია ქრისტიანული და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილი საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრას და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მათთან საუბარს გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა