გიორგი ჩიქოვანმა თსუ-ში ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია გახსნა, - -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებვის სამინისტროდან აცნობეს.

კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების 100-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა . მათ მთავრობის, ენერგეტიკული ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროს ინოვაციების, საინტერესო ტექნოლოგიებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ.

„ენერგეტიკის ახალგაზრდულ კონფერეციის“ მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის და ამ სექტორში არსებული პერსპექტივების გაცნობა სტუდენტებისთვის. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს (საქართველოს სახელმიწფო ენერგეოსისტემა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სადისტრიბუციო კომპანია, ელექტროენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი კომპანიები) და უშუალოდ მათგან მიეღოთ ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში არსებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

„ენერგეტიკის დარგები საკმაოდ დიდი ტემპით ვითარდება, გვაქვს გამოწვევები და მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა ჩართული იყოს მაქსიმალურად, გაიზარდონ პროფესიონალურად, მიიღონ შესაბამისი განათლება, რომელიც ადეკვატური იქნება მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევებისთვის, მათ შორის განახლებადი ენერგიების, სუფთა ენერგიების, ახალი ბაზრების, ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა, საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და მთავარ პრიორიტეტებზე.

„ppp ფარგლებში იქნება ახალი კანონი შემოსული რომელიც ითვალისწინებს ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო ვალდებულებებს და ჩართვას. განახლებად ენერგიებში ახალი არ გამოგვიგონია მსოფლიოში მიღებული სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ ეს იქნება ჰიდრო, მზე, ქარი, ბიომასა და ასე შემდეგ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ახალ ბაზარზე გვექნება ახალი მექანიზმი“- განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

კონფერენციის ფარგლებში ენერგეტიკული პროგრამის მქონე უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით სადისკუსიო პანელის გაიმართა, სადაც სტუდენტებმა დარგის სპეციალისტებთან ერთად განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც მათ წინაშე დგას ენერგოსექტორში დასაქმების თავლსაზრისით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო