„ოქროს ტალღა 2018“-ის გამარჯვებულები ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე გახდნენ

„ოქროს ტალღა 2018“-ის გამარჯვებული ცნობილია - „წლის სიმღერის“ ტიტულის მფლობელი ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე გახდნენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „ოქროს ტალღა 2018“ 26 ივნისს, თბილსის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. უკვე ცნობილია 15 ნომინაციაში გამარჯვებულებიც.

15 ნომინაციიდან 14 კომპეტენტურმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრით გამოავლინა, მეთხუთმეტე ინტერნეტრჩეულის გამარჯვებული კი „ოქროს ტალღის“ ვებ-გვერდზე ხმის მიცემის წესით დასახელდა და ის გიგი ადამაშვილი გახდა.

გამარჯვებულთა სრული სია კი ასე გამოიყურება:

წლის დებიუტი: B17 და ლევან ბეიტრიშვილი - იმიტომ რომ (სიმღერა და ტექსტი: ლევან ბეიტრიშვილი)

წლის დუეტი: ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია - თოვს ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია - თოვს (კომპოზიტორი და ტექსტი: თემო საჯაია)

წლის რიმეიქი, ანუ ახალი ვერსია: ლელა წურწუმია და გიორგი მახარაშვილი - რა კარგი ხარ სიყვარულო ლელა წურწუმია და გიორგი მახარაშვილი - რა კარგი ხარ სიყვარულო (კომპოზიტორი: გოგი ცაბაძე / ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)

წლის ჯგუფი და ანსამბლი: ანსაბლი“ თეატრალურის კვარტეტი“ - წერილი (კომპოზიტორი: ჯემალ სეფიაშვილი / ლექსი: პაატა ნაცვლიშვილი)

წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა: ლაშა ღლონტი - „შენ რომ დიდი იქნები“ (კომპოზიტორი: მამუკა ჩარკვიანი / ლექსი: ჯანსუღ ჩარკვიანი)

ინტერნეტრჩეული - გიგი ადამაშვილი - ქარი ქრის (კომპოზიტორი და ტექსტი: ნატო ღოღობერიძე)

წლის მუსიკალური ტელეპროექტი: „მხოლოდ ქართული“, სამაუწყებლო კომოპანია „რუსთავი 2“InterPressNews.Ge

მუსიკალური პროდიუსინგი: გიორგი კერესელიძე, ისთერნ პრომოუშენსი

ქართული მუსიკის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ: ქეთი მელუა და გორის ქალთა კამერული გუნდი

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული - სტეფანე

ტელეკომპანია Music Box-ის რჩეული - ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია - თოვს

მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი - გიო ხუციშვილი

წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი - თემურ თათარაშვილი - გული ადამიანობს (კომპოზიტორი და ტექსტი: ცირა ბზიშვილი)

წლის საუკეთესო მომღერალი ქალი - სოფო ნიჟარაძე - მე საიდუმლოს შენახვა ვიცი (კომპოზიტორი: გოგი ცაბაძე / ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)

InterPressNews.Geწლის სიმღერა - ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე - ერთხელ წვიმიან ქალაქში (კომპოზიტორი: ლილიკო ნემსაძე / ტექსტი: ირინა სანიკიძე) საღამოზე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სტეფანე, ნინო ქათამაძე, სოფო ნიჟარაძე, „შვიდკაცა“ და ნინა სუბლატი აუდიტორიის წინაშე შესანიშნავი ქართული კომპოზიციებით წარსდგნენ.

„ოქროს ტალღაზე“ საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა „გრემის“ ორგზის მფლობელი, ამერიკელი შემსრულებელი, ლიზა ფიშერი, რომელიც ღონისძიებისთვის ჩამოფრინდა საქართველოში. მან რამდენიმე კომპოზიცია ორკესტრთან ერთად შეასრულა.

ღონისძიების მხარდამჭერი: თბილისის მერია და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

გენერალური სპონსორი: „თეგეტა მოტორსი“

გენერალური პარტნიორი: არტისტ იუნიონ „კონცეპტ არტი“

ინტერნეტსპონსორი: დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“

სპონსორი: ავეჯის ცენტრი „პანორამა და კლასიკა“

ოფიციალური გადამყვანი: „თურქიშ ეარლაინსი“

„ოქროს ტალღის“ ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“

პროექტის მასპინძელი: სასტუმროების ქსელი „ამბასადორი“

პროექტის პარტნიორები არიან: „ომეგა ემბეერი“, „ნატალი ჯგუფი“, „ახალი ნათება“, tkt.ge, ლაუნჯ-რესტორანი “დორსი“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: „რუსთავი 2“, „იბერია“, „პირველი არხი“, „იმედი“, „ტვ1“, „მიუზიკბოქსი„, „პალიტრა ტვ“

ორგანიზატორების ცნობით, „ოქროს ტალღა“ ზუსტად ერთი წლით დაემშვიდობა მელომანებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს