მესაზღვრე, რომლის გადმოსაცემად შსს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებს, 13 წელია სასაზღვრო პოლიციაში მსახურობს

მესაზღვრე კობა მაჭარაშვილი, რომლის გადმოსაცემად შსს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებს, 13 წელია სასაზღვრო პოლიციაში მსახურობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოჯახის წევრებმა განუცხადეს. კობა მაჭარაშვილის დედის, ნარგიზა მახათაძის ინფორმაციით, მეორე დღეა მესაზღვრე ოჯახს არ დაკავშირებია.

„13 წელია, რაც სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს და მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილა. ორშაბათს ჩვეულებრივ წავიდა სამსახურში და მისი ადგილსამყოფელის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს“, - აცხადებს ნარგიზა მახათაძე.

გაუჩინარებული მესაზღვრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასა და პატარა გორიდან არიან.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 29 ივნისს-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად.

გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 29 ივნისს. მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე ინციდენტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა