ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ დაჭრილ წევრ ირაკლი ნოზაძესთან დღეს გამომძიებლები იმყოფებოდნენ, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაკითხვა ვერ მოხერხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმის გამომძიებლები მომღერალს მას შემდეგ გამოკითხავენ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ორი პირი დააკავა. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მომღერალი წერეთელზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, ნოზაძეს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.