გიორგი ტყემალაძე ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან რიმა ბერაძესთან ერთად, საკრებულოშიარსებული საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებსა და სათვისტომოების ხელმძღვანელებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს .

შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ. „აღნიშნული საბჭოს მიზანი, დიასპორებსა და სათვისტომოებთან მჭიდრო და აქტიური კომუნიკაციაა. ამიტომ ჩვენ ხშირად ვიკრიბებით და კონკრეტული მიმართულებებისთვის აქტუალურ საკითხებს განვიხილავთ. ასევე ერთობლივად ვგეგმავთ მომავალ საქმიანობას და იმ საკითხების გადაწყვეტას რომლებიც ამა თუ იმ მომენტისთვის ჩვენს წინაშე დგას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრაზე საბჭოს დაარსებიდან განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც ეროვნული უმცირესობების დედაქალაქის მმართველობაში ჩართულობისა და ინტეგრაციისაკენ იყო მიმართული. მონაწილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სამომავლო გეგმებზე და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრების გარდა, საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი, სახალხო დამცველთან არსებული უმცირესობების საბჭოს წევრები და „მეგობრობის სახლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო