სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზური დიმიტრი ქუმსიშვილს მადლობას უხდის

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს მინისტრის პოსტზე ყოფნისას გაწეული სამუშაოებისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. აზურისგან მიღებულ წერილს ქუმსიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს.

„დღეს მივიღე წერილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორისგან ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, ბატონი ჯიჰად აზურისგან.

"ამ წერილით მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი პატივისცემა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. ხელმძღვანელ პოზიციაზე თქვენი ყოფნა გადამწყვეტი იყო მაკროეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად და, ასევე, რეგიონში არასტაბილური ვითარების მიუხედავად, წარმატებული წინსვლისთვის.

პოსტზე ყოფნისას, პასუხისმგებლობების სიმრავლის მიუხედავად, თქვენ წარმატებით უმკლავდებოდით ეკონომიკურ და ფინანსურ გამოწვევებს და ხელს უწყობდით ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც საქართველოში ძლიერ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფდა.

უაღრესად სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად მუშაობა და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების პროგრამის მხარდაჭერა. უდიდეს წარმატებას გისურვებთ თქვენს მომავალ საქმიანობაში.

პატივისცემით, ჯიჰად აზური", - ნათქვამია ჯიჰად აზურის წერილში, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი აქვეყნებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს