Wizz Air ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისის გაუქმებულ რეისთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შესაძლებლობა აქვს, უფასოდ იმგზავროს Wizz Air-ის ალტერნატიული რეისებით, მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან თავდაპირველი ღირებულების 120 პროცენტი WIZZ საკრედიტო ბარათზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ავიკომპანია Wizz Air ავრცელებს, რომელიც ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისის გაუქმებულ რეისსს ეხმაურება.

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეისის გადადების შემთხვევაში ავიაკომპანიის პოლიტიკისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაცია ყველა მგზავრს ელ-ფოსტისა და მოკლეტექსტური შეტყობინების საშუალებით გაეგზავნა.

"Wizz Air გულწრფელ ბოდიშს უხდის ყველა დაზარალებულ მომხმარებელს თვითმფრინავთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებების შედეგად ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისის რეისების გაუქმებით შექმნილი ნებისმიერი დისკომფორტის გამო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიისთვის მგზავრების, ეკიპაჟისა და თვითმფრინავის უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტულია.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ Wizz Air ცდილობს, ყველა მგზავრს ინდივიდუალურად მიაწოდოს ინფორმაცია რეისის გადადების შემთხვევაში ავიაკომპანიის პოლიტიკისა და რეგულაციების შესახებ. შესაბამისი ინფორმაცია ყველა მგზავრს ელ-ფოსტისა და მოკლეტექსტური შეტყობინების საშუალებით გაეგზავნა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბევრ ქართველ მომხმარებელს ბილეთი ტურისტული კომპანიების მეშვეობით აქვს დაჯავშნული. შესაბამისად, რეისის გაუქმების შემდგომი რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი სწორედ ტურისტული სააგენტოების მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე იგზავნება. Wizz Air იმედოვნებს, რომ ტურისტული სააგენტოები მომხმარებლებს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან, თუმცა მგზავრებს მოუწოდებს, რომ აღნიშნული საკითხი თავადაც გადაამოწმონ.

აქვე გაცნობებთ, რომ ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შესაძლებლობა აქვს, უფასოდ იმგზავროს Wizz Air-ის ალტერნატიული რეისებით, მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან თავდაპირველი ღირებულების 120 პროცენტი WIZZ საკრედიტო ბარათზე. Wizz Air მგზავრებს ასევე უზრუნველყოფს კვების ვაუჩერით და, საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროში განთავსებით. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, მიმართონ Wizz Air-ის ცხელ ხაზს: 07 06 777 483.

Wizz Air მზად არის დაზარალებულ მგზავრთა დასახმარებლად და მათი საჩივრების განსახილველად, რომელთა მიღებაც შესაძლებელია მოცემულ ბმულზე: https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/compliments-and-complaints/#/ ავიაკომპანია მაქსიმალურად იზრუნებს თითოეულ მგზავრთან დაკავშირებასა და მათი საჩივრის განხილვაზე, შესაბამის შემთხვევაში კი გონივრული თანხის ანაზღაურებაზე.

Wizz Air მუდმივად ზრუნავს მგზავრებისთვის ნებისმიერი პოტენციური დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად. სწორედ მგზავრთა უსაფრთოების უზრუნველსაყოფად განხორციელებულმა ღონისძიებებმა, შესაძლოა, ფრენის გაუქმება ან გადადება გამოიწვიოს. ავიაკომპანია კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და მადლობას მოგახსენებთ მოთმინებისა და თანამშრომლობისთვის"’, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს