მიხეილ სააკაშვილი - ზუსტად ისეთივე კავშირში ვარ ვალერი გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან, ტროცკის მკვლელობასთან და კალიგულას მოშორებასთან

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან მას არანაირი კავშირი არ აქვს და ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უსამართლოა. ამასთან, მსჯავრდებული ექს პრეზიდენტის თქმით, „ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს „ქართველი ერის წინაშე ჩადენილი ნამდვილი დანაშაულის გამო პასუხისგება მოუწევს“.

„ზუსტად ისეთივე კავშირში ვარ ვალერი გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან, ტროცკის მკვლელობასთან და კალიგულას მოშორებასთან. შეუძლებელია, რომ ამ პროცესს უწოდო სამართლებრივი. სამართალთან ამას ისეთივე კავშირი აქვს, როგორც მარსის შემდგომ კვლევასთან. ეს არის ჩვეულებრივი კლოუნადა, რომელსაც არაფერი სამართლებრივი არ აცხია, საერთოდ საქართველოში. გაიხსენეთ კოსტუმების საქმე. გაიხსენეთ სამარცხვინო საქმე საპრეზიდენტო შეწყალების, რომელსაც ყველა დასცინის და ახლა, ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე ჩემი გასამართლება დამიჯდა ექვსი წლით. ეს არის ერთადერთი ის, რომ ივანიშვილს უნდა, მე საქართველოში არ დავბრუნდე. ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მე, როგორც ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი, ვერ ჩამოვდიოდე საქართველოში. ამასწინათ მიიღეს წესები, რომ ჩარტერულმა თვითმფრინავებმა თურმე 48 საათით ადრე უნდა წარადგინონ სია, ვინ მოფრინავს, რადგან ეშინიათ, არ ჩავფრინდე ჩარტერული თვითმფრინავით. ახლა, ჰოლანდიაში მიავლინეს შსს-ს წარმომადგენელი, ატაშე, რომელსაც ერთადერთი ფუნქცია აქვს - უყუროს იმას, რომ მე ჰოლანდიიდან საქართველოში არ წავიდე. ასე რომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს, მას მოუხდება ქართველი ერის ძარცვის შეწყვეტა. მას მოუხდება პასუხის გაცემა ქართველი ერის წინაშე ჩადენილი ნამდვილი დანაშაულების გამო და არა მოგონილი დანაშაულების გამო“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი ორივე ბრალში - ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო: სააკაშვილის პირველი კომენტარი, როცა მას ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წელი მიესაჯა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა