მდინარე ალაზანში მსუბუქი ავტომანქანა 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

თელავში ავარიის შედეგად 5 ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. შემთხვევა ნაფარეულის გზაზე მოხდა.

„ტოიტას“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა 15 მეტრის სიმაღლიდან მდინარე ალაზანში გადავარდა. მანქანაში მყოფი მგზავრები მძიმედ დაშავდნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: მძიმე ავარია თელავში - მდინარე ალაზანში ავტომანქანა 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, დაშავებულებს შორის 1 ბავშვია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა