ფილ დევისი - შეიარაღებულმა პირმა ჯერ შუშის კარს ესროლა, ოფისში შემოვიდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა

ამერიკაში, მერილენდის შტატში, გაზეთ Capital Gazette-ის რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ გაზეთის თანამშრომელი ფილ დევისი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს, რომ დამნაშავე მარტო მოქმედებდა.

„მსროლელმა ჩემს ოფისში უამრავ ადამიანს ესროლა, რომელთაგან ზოგიერთი დაიღუპა. შეიარაღებულმა ადამიანმა ჯერ შუშის კარს ესროლა, ოფისში შემოვიდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა. უფრო საშინელი არაფერია, ვიდრე გესმის, როგორ ესვრიან ადამიანებს მაშინ, როდესაც შენი მაგიდის ქვეშ ზიხარ“, - დაწერა ფილ დევისმა.

CBS პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილია ოთხი ადამიანი. მანამდე კი გამოცემა Baltimore Sun-მა დაწერა, რომ ინციდენტის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა დიდია.