არსებული ინფორმაციით, მერილენდში რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა

ამერიკის მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში, გაზეთ Capital Gazette-ის რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ ტელეკომპანია MSNBC იუწყება.

ტელეარხის მონაცემებით, პოლიციამ მომხდარს „ლოკალური ინციდენტი“ უწოდა, ტერაქტი კი გამორიცხა. ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ლინდსი უოლტერსმა განაცხადა, რომ მერილენდში მომხდარის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია.

შერიფის, რონ ბეითმენის განცხადებით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. პოლიცია ამ დროისთვის რედაქციაში მის შესაძლო თანამოაზრეებს ეძებს.