ნინო ბურჭულაძე - ვერ გავითავისეთ საზოგადოებამ, ხელისუფლებამ ვერ აგვიხსნა, რომ საქართველოში გაჩნდა ტერორიზმის საფრთხე

21-22 ნოემბერს ვერ გავითავისეთ საზოგადოებამ, ხელისუფლებამ ვერ აგვიხსნა, რომ საქართველოში გაჩნდა ტერორიზმის საფრთხე. ტერორიზმის საფრთხე საქართველოში უკვე არის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გაზერთ „კვირის პალიტრის“ ანალიტიკოსმა, ნინო ბურჭულაძემ განაცხადა.

მან გადაცემაში აუდიო ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც მისი თქმით, აჰმედ ჩატაევი ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს, ბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს სავარაუდო თავდასხმის სამიზნე ობიექტებზე, მათ შორის საქართველოზეც აწვდის ინფორმაციას. ნინო ბურჭულაძის განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი სიჩუმით დისკრედიტაცია მიაყენა საკუთარ სპეცსამსახურებს და საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხი იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელიც ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხეს, ტერორიზმის მხარდამჭერებსა და იმ მიგნებებს ეხება, რომელიც ტერორიზმთან მიმართებით საზოგადოებას უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ხალიფატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერი, რომელიც აშშ-საც კი ჰყავდა ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანილი, აჰმედ ჩატაევი და მისი ე.წ. ძმები, აღმოვაჩინეთ ქალაქის ცენტრში. ჩვენ თუ ვერ გავითავისებთ, რა საფრთხესთან გვქონდა საქმე, ვერ ვიქნებით მზად ანალოგიური საფრთხეების მიმართ. ხელისუფლების ადგილზე ამ სპეცოპერაციას ერთ-ერთ ყველაზე დიდ მონაპოვრად ჩავთვლიდი, თუმცა, ამის მიუხედავად მათ თავიანთი სიჩუმით მოახერხეს საკუთარი სპეცსამსახურების დისკრედიტაცია. არც ერთ დასმულ კითხვაზე არ გასცა პასუხი და დღემდე არ ვიცით, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ჰყავს თუ არა საქართველოში ტერორიზმის მხარდამჭერები, ვინ არიან ისინი, როგორ უნდა ვებრძოლოთ და როგორი უნდა იყოს საზოგადოების მიგნება“, - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა