“საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი - საქართველომ სირიის ორ ავიაკომპანიას საჰაერო სივრცის წვდომაზე უარი განუცხადა

საქართველომ სირიის ორ ავიაკომპანიას საჰაერო სივრცის წვდომაზე უარი განუცხადა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სირიის მიერ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის აღიარებას უკავშირდება.

„მოგეხსენებათ, არალეგიტიმური რეჟიმის მიერ ჩვენი ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „აღიარების“ შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ჩვენც, შესაბამისად, მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება და ამ ქვეყანას შევუწყვიტეთ საჰაერო წვდომა,”- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მეზვრიშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს შეზღუდვა ძალაში 1-ელ ივნისიდან ამოქმედდა და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 მაისს სირიამ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა აღიარა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა