ახალ გუდაურში ე.წ. მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟის დროს ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მიმდინარე წლის 28 ივნისს ყაზბეგის რაიონში, ახალი გუდაურის შესასვლელთან მდებარე ავტოსადგომის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სატრანსპორტო საშუალების - ე.წ . მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟი, რა დროსაც ამწეს დეტალი მოწყდა და ერთ-ერთ მუშას - 1982 წელს დაბადებულ ხ.ტ.-ს დაეცა. იგი მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა