მოსამართლე - სასამართლო კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდებას პოლიტიკური მოტივებით

სასამართლო კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდებას პოლიტიკური მოტივებით, - ამის შესახებ მოსამართლე შორენა გუნცაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელ განაჩენზე საუბრისას განაცხადა.

შორენა გუნცაძემ აღნიშნა, რომ საქმის არსებითი განხილვებისას უტყუარად დადგინდა, რომ 2005 წელს იმჟამინდელ პრეზიდენტსა და ვალერი გელაშვილს შორის დაპირისპირება იყო. ამასთან, მოსამართლის თქმით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ 2005 წელს დაწყებული გამოძიება ორ თვეში შეჩერდა და 7 წლის განმავლობაში ამ საქმეზე არავითარი საგამოძიებო მოქმედება არ განხორციელებულა.

"სასამართლო კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდებას პოლიტიკური მოტივებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია 2005 წლის ივლისში, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის დროს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ამ პერიოდში პრეზიდენტ სააკაშვილსა და ამ პერიოდში დეპუტატ გელაშვილს შორის დაპირისპირების არსებობა, მოგვიანებით 2014 წლის აგვისტოში, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტი ყოფილ დეპუტატ გელაშვილს ყაჩაღადაც კი მოიხსენიებს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საწყის ეტაპზე ამ საქმეზე გამოძიება წარმოებდა დაახლოებით ორთვენახევრის მანძილზე და 2005 წლის 5 ოქტომბრის შემდგომ, 2012 წლის 13 ნოემბრამდე საქმეზე არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხებოდა საკანონმდებლო ორგანოს წევრს, რომელიც იმთავითვე აცხადებდა, რომ მასზე თავდასხმა განხორციელდა სპეცსამსახურის მხრიდან", - განაცხადა მოსამართლემ.

ამასთან, შორენა გუნცაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ 2007 წლის ოქტომბერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ამხილა სააკაშვილი და მაშინდელი შს მინისტრი იმაში, რომ ისინი იყვნენ ორგანიზატორები ვალერი გელაშვილზე თავდასხმის განხორციელების.

"ამის მიუხედავად, მთელი 7 წლის განმავლობაში საგამოძიებო ორგანოს არ განუხორციელებია არცერთი საგამოძიებო მოქმედება, რაც მიუთითებს არა 2012-2013 წლების შემდგომ წარმოებული გამოძიების მიკერძოებაზე, არაობიექტურობასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, არამედ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2005-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ დაინტერესებული, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩატარებულიყო სამართლებრივი ღონისძიებები იმ პირთა დასადგენად, ვინც თავდასხმა განახორციელა, რათა შემდგომში არ მომხდარიყო იმ პირების ვინაობის დადგენა, რომლებიც ამჟამად უკვე მსჯავრდებულები არიან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე", - განაცხადა მოსამართლე შორენა გუნცაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა