ღუდუშაურის კლინიკაში ირაკლი ნოზაძესთან გამომძიებლები იმყოფებოდნენ, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაკითხვა ვერ მოხერხდა

ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ დაჭრილ წევრ ირაკლი ნოზაძესთან გუშინ გამომძიებლები იმყოფებოდნენ, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაკითხვა ვერ მოხერხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამომძიებლები მომღერალს მას შემდეგ გამოკითხავენ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ორი პირი დააკავა. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მომღერალი წერეთელზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, ნოზაძეს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა