„თბილისის მიკროავტობუსმა“ მძღოლებს გაგრილების სისტემის ჩართვის შესახებ მითითება მისცა

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ სატრანსპორტო საშუალებაში გაგრილების სისტემის ჩართვის შესახებ ყველა მძღოლს მითითება მისცა, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ სპეციალურ განცხადებაში.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომლის მიხედვითაც უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება გაცნობებთ, რომ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ ყველა მძღოლს მისცა მითითება სატრანსპორტო საშუალებაში გაგრილების სისტემის ჩართვის შესახებ. ასევე, კიდევ ერთხელ გაცნობებთ-მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდისთვის კომპანიამ ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყო მზადება, მოხდა კონდენცირების სისტემასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა მთლიან ავტოპარკში, ხოლო ნაწილი მათგანი მთლიანად შეიცვალა. ოთხთვიანი ინტენსიური სამუშაოების საფასურის, 500 000 ლარის ანაზღაურება მოხდა კომპანიის ბიუჯეტიდან.

კომპანიის მხრიდან ძალაში რჩება იმ მძღოლების წახალისების სისტემა, რომელთა შესახებაც განსაკუთრებით ცხელი დღეების განმავლობაში მონიტორინგის სამსახურში არ დაფიქსირდება პრეტენზიები, კონდენციონერის ჩართვის გამოწვეული მომატებულ საწვავის ხარჯის დაფინანსება ასევე მოხდება „თბილისის მიკროავტობუსის“ ბიუჯეტიდან.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სთხოვს ყველა მომხმარებელს იმ შემთხვევაში თუ მძღოლი არ ჩართავს სატრანსპორტო საშუალებაში ჰაერის გამაგრილებელს, დარეკოს კომპანიის საინფრომაციო ცენტრში ნომერზე: 032 2 200 340 და შეტყობინების სახით დატოვოს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ან მძღოლის სახელი და გვარი, ამ ინფორმაციის წერილობითი სახით განთავსების ვალდებულება აქვთ მძღოლებს, წინა საქარე მინასთან“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს