გეგმური სამუშაოების გამო დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს, ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 29 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან” აცნობეს, სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის I, X კვარტლების, შუამთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I კვარტლის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ზაქარიაძის, ტაშკენტის და შევარდენიძის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჯანო ბაგრატიონის და მიცკევიჩის ქუჩების მცხოვრებლებს;

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანი-2 დასახლების, შეშელიძის (ნაწილობრივ) და ფეიქართა (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს;

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თაბუკაშვილის, გუდიაშვილის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, ვასო აბაშიძის, ჯორჯაძის, ჩიტაძის, ვაჩნაძის, პუშკინის და კრავეიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს;

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირცხულავას, აგლაძის (ნაწილობრივ) და წყალტუბოს ქუჩების მცხოვრებლებს;

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქობავას, ჯავახიშვილის, აჯამეთის, კანკავას, ქვლივიძის, ჯანსუღ კახიძის და თვალჭრელიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს;

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ზღვისუბნის დასახლების IX კვარტლის მცხოვრებლებს;

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს;

დიდგორის რაიონში, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მცხოვრებლებს;

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, ჯავახეთის, ნოე რამიშვილის, ოსიპ მანდელშტამის, ლაღიძის, ზაქარია მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ალექსანდრე წულუკიძის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს;

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავთელის, ჩახრუხაძის, ავლევის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის, ბერძნის, ქუმსიაშვილის, ლორთქიფანიძის, ბექა ოპიზარის და საბანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.