კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დღეს ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს , ღონისძიებაზე კინოსტუდიის 4 პავილიონში სტუდიის საცავებში დაცული კინოკოსტიუმები, ისტორიული კინოგადამღები ტექნიკა, იარაღ-საჭურველი, რეკვიზიტები, უნიკალური კინოაფიშები და კინოესკიზები გამოიფინება. პარალელურად სტუდიის ფოიეში ვიდეო და ფოტო ფონდის უნიკალური მასალების ჩვენება და ქართული კინომუსიკის კონცერტი მოეწყობა.
ღონისძიებას ქართული კინემატოგრაფიის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წევრები დაესწრებიან. ღონისძიების მხარდამჭერი „თიბისი ბანკია“.