GIPA საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კვირეულს იწყებს

GIPA საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კვირეულს იწყებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ GIPA -დან აცნობეს.

„დამოუკიდებელ ქვეყანას თავისუფალი ადამიანები ქმნიან - ჩვენი ქვეყნის ისტორია დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ნათელი მაგალითია. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე გასული საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს, „თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია....“

GIPA-ს მანდატი კვალიფიციური, პასუხისმგებლობით და პიროვნული თავისუფლებით აღსავსე თაობის აღზრდაა, რომელიც ქმნის და ცვლის რეალობას, აყალიბებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ემსახურება სამართლის უზენაესობას, მოქმედებს ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები მოიპოვებენ დამოუკიდებლობას და ქმნიან თავისუფალ გარემოს.

სწორედ ამიტომ, 16-20 ივლისს, GIPA იწყებს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს - „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ“, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის ტარდება“. - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ღონისძიება გახსნილია და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, საჯარო ლექციებს წაიკითხავენ:

16 ივლისი /გიორგი კეკელიძე - „მე-20 საუკუნის ადამიანები და მათი როლი ქვეყნის დამოუკიდებლობაში“ (მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე)

17 ივლისი /ბექა კობახიძე - „საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიული კონტექსტი“ (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)

18 ივლისი /გიორგი ოთხმეზური - „ქართული სახელმწიფოებრიობა“ (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)

19 ივლისი /მზექალა შანიძე - „ქართული ენის ისტორია და მისი ადგილი ქართულ საზოგადოებაში“ (საქართველოს პრეზიდენტის სასახლე)

20 ივლისი/გიორგი მარგველაშვილი - „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ„ (საქართველოს პრეზიდენტის სასახლე)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა